საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 54,24%-ით ლიდერობს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი, ჯამში, 37.33% აქვს- აღნიშნულ ფაქტს “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა.
“არ ვიცი, რა უნდა ვთქვა და ამიტომ არ ვამბობ არაფერს.
1. ომის შიში.
2. ნაქირავები ხალხით შეჯიბრი.
3. უშინაარსო, ოლიგარქიული ოპოზიციია
ეს არის მიზეზები, რატომაც საარჩევნო მეწყერი არ მოხდა (დავაზუსტებ – რეჟიმი არ წალეკა, ანუ რეჟიმის წინააღმდეგ არ მოხდა).
სხვა არაფერი ვიცი – დარღვევებზე ინფორმაცია სანამ არ მექნება” – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.