რეპერი “მასტერი” სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩიას პოსტის კომენტარებში წერს, რომ “გირჩის” მხარდამჭერია.
“ყოველთვის მინდოდა კომენტარის დაწერა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, რადგან მე როგორც “ვიღაცების” თვალში სამთავრობო რეპერი ვარ, მეთქი იმ “ვიღაცეების” თვალში უფრო არ დავაზიანო ამ ხალხის სახელითქო…
არადა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში, ტელევიზიაში სტუმრობისას ვთქვი, რომ ერთადერთი რეალური ოპოზიციის სახელი თქვენ გქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საკითხებში რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, ფაქტია, რომ ამ ხალხისგან სიბოროტე და სიძულვილი არასდროს მოდის – ეს უკვე გამოარჩევს ყველასგან! მეორე მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ყოველთვის პრაქტიკულად, მარტივ ენაზე გასაგებად ესაუბრებიან ამომრჩეველს და საუბრობენ კონკრეტულ საკითხებზე – პრაგმატულად და არა უაზრო ემოციებით…
ბედის ირონია ის არის, რომ იმდენად გადაჩვეულია ამ “პოლიტიკური ენით” საუბარს ხალხი, რომ ვერ ეგუებიან და ფაქტია ხელი მაინც იმ “ოპოზიციური” პარტიებისკენ გაურბით, რომლებიც თქვენც ხედავთ, რომ სრულიად სხვა მიზნებისთვის იბრძვიან – სამწუხაროა…” – წერს “მასტერი”.