“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი,ბერა ივანიშვილი საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე გამოვიდა და საზოგადოებას მიმართა.
განაცხადა რომ მზადაა “მამას ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გაყვეს”.
“სულ სხვანაირად აღვიქვი, თუ რას ნიშნავს, სამშობლოს სიყვარული. თუ რისთვის იბრძვის მამაჩემი ამდენი წელია. მინდა, რომ ჩემმა ბერუკამ და დადუმ და თითოეული თქვენგანის შვილებმა ერთიან და ძლიერ საქართველოში იცხოვრონ. ამისთვის არსებობს ერთი გზა, ამ გზას ჰქვია “ქართული ოცნება” – აღნიშნა ბერამ მას შემდეგ, რაც სცენაზე სიმღერა შეასრულა. არჩევნებზეც ივანიშვილი ოჯახთან ერთად გამოჩნდა.
როგორც აღმოჩნდა არჩევნების ციებ-ცხელების დასრულების შემდეგ ივანიშვილი დროს ოჯახთან ერთად ატარებს. ბერა ამჯერად “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ივანიშვილი შვილიშვილებთან ერთად არის გადაღებული.
ივანიშვილის შვილები, წლებია რაც საქართველოში არ ცხოვრობენ. ბერა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ბრაზილიაშია. პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ბერა ივანიშვილი მეუღლე ნანუკა გუდავაძესთან და უფროს შვილთან, ბერუკასთან ერთად სამხრეთ კორეაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ბერას მუსიკალური კარიერა უნდა აეწყო. მოგვიანებით წყვილი ბრაზილიაში გადავიდა, სადაც ორი წელი გაატარეს და სწორედ იქ შეეძინათ მეორე შვილი, დადუ ივანიშვილი.