ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ქართველმა მატადორმა მაქს ჰოლოუეი აბუ დაბიში დაამარცხა. ქართველმა მატადორმა მაქს ჰოლოუეი მე-3 რაუნდში დააფინიშა.
“მოგესალმებით ყველას. ვიცი, რომ ჩემი გამარჯვება ბევრისთვის სიურპრიზი იყო, თუმცა ჩემთვის არა. ვერ ვხვდები, რატომ ეგონა მაქსს, რომ ოქტაგონის გარშემო სირბილს დავიწყებდი და გავექცეოდი. “მატადორი” ხომ არასდროს გარბის!
დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი, ეს ვთქვი და გავაკეთე.
ახლა ცოტა ხნით დასვენება მჭირდება შემდეგ კი ვნახოთ რა იქნება. ვინ იქნება ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე? არ მაინტერესებს. UFC-იმ მხოლოდ დრო,
ადგილი და მეტოქე დაასახელოს, მე მზად ვიქნები”, – განაცხადა თოფურიამ.