04.11.2024
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი, რა დროსაც შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, 4 ნოემბერია. გამოჩნდება ადამიანი და გექნებათ განცდა, თითქოს, მას უკვე დიდი ხანია, იცნობთ და ენდობით. ნუ შეგეშინდებათ სიახლეების. თქვენი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანებს, რომელთა მიზნებიც თქვენსას ემთხვევა.
07.11.2024
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს თარიღი ძლიერი ენერგიით იქნება სავსე. მეტიც, შესაძლოა, ისეთი განცდა გვქონდეს, თითქოს წინ ბედისწერა მიგვიძღება. ნუ გაუწევთ ამ ძალას წინააღმდეგობას და აღნიშნულ დღეს სადმე გასვლაზე, მეგობრებთან შეკრებაზე, თუნდაც საქმიან ვიზიტებსა და შეხვედრებზე უარი არ თქვათ. შესაძლოა, ის ადამიანი, რომელთანაც უკვე დიდი ხანია, თანამშრომლობთ ან მეგობრობთ ახლა სულ სხვა კუთხით აღმოაჩინოთ და მასთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი იგრძნოთ.
11.11.2024
ნუმეროლოგიაში 11.11 ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თარიღია და ამ დროს ყველა სფეროში წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი არსებობს. ენდეთ თქვენს ინტუიციას. აღნიშნულ თარიღზე შესაძლოა, არსებული ურთიერთობის გარდაქმნა ან ახალი კომუნიკაციის წამოწყება ყველაზე მეტად გაგიმარტივდეთ.
12.11.2024
როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, 11.11-ის რიცხვების ძალა მეორე დღეს გამოვლინდება და მიხვდებით, რომ ის ნაბიჯები, რაც ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის გადადგით, სწორი იყო. ეს დღე მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება სავსე.
21.11.2024
კიდევ ერთი თარიღი, როდესაც პირად ურთიერთობებში წარმატების მიღწევისა და საინტერესო ადამიანთან შეხვედრის შანსი გაქვთ, 21 ნოემბერია. იყავით აქტიური, ნუ შეგეშინდებათ სიახლეების და მიეცით საკუთარ თავს, განსხვავებულ თავგადასავლებში ჩართვის უფლება.