UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ილიამ ამერიკელი მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა. ბრძოლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.
ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტის კითხვა კი პროვოკაციული იყო. ჟურნალისტმა ჰკითხა: “ილია, შენ თქვი, რომ თუ მახაჩევი ქუჩაში შეგხვდება, საავადმყოფო დასჭირდება. მაინტერესებს, ქუჩის ჩხუბის შესახებ რა იცი, როცა გერმანიაში დაიბადე და ესპანეთში გაიზარდე?”
ილიას რეაქცია კითხვაზე ასეთი იყო:
“ვინ მოიყვანა ეს აქ, ვინ ხარ ბიჭო შენ”, – თქვა ილიამ.