„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან ხმაურია. 10-მდე პირი პარტიის ტერიტორიაზე მივიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
არსებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. ინციდენტმა ამ დროისთვის პარტიის ოფისის ტერიტორიიდან კახეთის გზატკეცილისკენ გადაინაცვლა.