17:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 50.6%-ია. ხმა 1 768 816-მა ამომრჩეველმა მისცა. ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
2012 წელს 17:00 საათზე აქტივობა 53.03% იყო (1 916 395 ამომრჩეველი), 2016 წელს – 42.04% (1 477 262 ამომრჩეველი) და 2020 წელს – 45.77% (1 607 530 ამომრჩეველი).
2024 წლის არჩევნებში 3 508 294 ამომრჩეველი მონაწილეობს. 2012 წელს ეს რიცხვი 3 613 851 იყო, 2016 წელს – 3513884, ხოლო 2020 წელს – 3 511 853.