მარნეულში დეპუტატ ზაურ დარგალის ძმა, მირზა დარგალი სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
“ფაქტი იყო – სხვისი პირადობით ცდილობდა ხმის მიცემას. დეპუტატ ზაურ დარგალის ძმა, მირზა დარგალი. საბოლოოდ, ხმა ვერ მისცა. დრო დაგვჭირდა ოქმის შესადგენად და მოვაწერე ხელი,” – განაცხადა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა.
გამოცემის ცნობით, მომხდარს კომისიის წევრებს შორის კამათი მოჰყვა. ერთ-ერთი წევრი თავმჯდომარეს საყვედურობდა. თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მირზა დარგალი საარჩევნო უბნიდან გააძევა და თავისი მოვალეობა შეასრულა.