“ამაზრზენი ფაქტი იყო, რაც დღეს ვიხილეთ მარნეულში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დადგმული. თუ ვინმეს არ აწყობდა აღნიშნული ქმედება, ეს არის ხელისუფლება. და რეაგირების გარეშე არც ეს ფაქტი არ დარჩენილა, ცესკომ გააკეთა განცხადება”- აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრაზე.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ს 164³ მუხლით, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.