ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე,მარიამ დოლიძეს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ისევ დაესხნენ თავს. დოლიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი:
“მე-9 უბანზე ისევ მობილიზება ჰქონდათ ე.წ. ძველი ბიჭები არიან თუ ვინ არიან, არაფხიზელ მდგომარეობაში , უბანთან სვამდნენ, ზუსტად უბნის კიბეებთან და ამის შემდეგ რომ მივედით გასარკვევად , ზუსტად ის ადამიანები ვინც ბოთლები დამიშინა და რამდენიმე საათის უკან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა, თავს დაგვესხნენ, მუცელში მაქვს ჩარტყმული წიხლი არ ვიცი რა ჩამარტყეს, ასევე ყბის და თავის არეში, საშინელი ტკივილი მაქვს… ცივი იარაღები ჯიბეებიდან უცვიოდათ, როცა გვესროდნენ მძიმე საგნებს, ერთ – ერთი იყო ცივ იარაღით, ჯეო ჰოსპიტალში ვარ ახლა გადმოყვანილი” – აღნიშნავს დოლიძე.
შეგახსენებთ, სუს-ის მიერ მართულმა ე.წ. ძველმა ბიჭებმა დოლიძეს დღეს დილით შუშის ბოთლიც ესროლეს