მარნეულში დაიხურა 69-ე უბანი, სადაც ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს.
შეგახსენებთ, რომ სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმამ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, საარჩევნო ურნაში ყრიან ბიულეტენებს.
„სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ დამკვირვებელს, რომელმაც ეს ვიდეო გადაიღო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ უბნიდან გამოაძევეს. შემთხვევა მარნეულის #69-ე უბანზე მოხდა“, – განმარტავენ ორგანიზაციაში.