ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში უფასო კლინიკის იდეის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მისი განხორციელება საქართველოში შეუძლებელია. თუმცა, დასძენს, რომ დანებებას არ აპირებს.
„უფასო კლინიკის იდეა,- ასეთი რამ ჩვენთან შეუძლებელია. მთელი ამ დროის განმავლობაში ათობით ბიზნესმენს, ხელმძღვანელს, იურისტს შევხვდი, საქართველოს საზღვრებსაც კი გავცდი. არავის სურს ფულის ჩადება ისეთ საქმეში, სადაც შემოსავალი არ ექნებათ. აბსოლუტურად არავის, არც ღარიბი ადარდებთ და არც – ავადმყოფი. შეღავათსაც კი არ მიკეთებდნენ და უფრო ძვირად მთავაზობდნენ ყველაფერს. ჩემით კიდევ 7 მილიონ დოლარს, ალბათ, ცხოვრების ბოლომდეც ვერ ვიშოვი. ხალხის ფულს არ ავიღებ და ვიღაცებს არ ვალაპარაკებ, რომ პოპულარობა ხალხისგან ფულის მისაღებად მოიპოვაო. სამწუხაროდ, ხალხის ფულითაც ვერ შეგროვდება ამდენი.
ადამიანი ძალიან სუფთა სინდისით ვარ.
არ გამოდის უფასო კლინიკა, არაუშავს. ფასიანი იქნება, მაგრამ მაინც არ დავნებდები, ამჯერად სხვა მიდგომით ვიქნები.
ბევრს გაუხარდება, რომ „უფასო კლინიკის“ მიზანს ვერ მივაღწიე, ბიზნესი არ გაუფუჭდებათ“, – ამბობს ღოღობერიძე.