საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში 14 ოქტომბერს ალბანეთს უმასპინძლა. შეხვედრა ალბანელთა გამარჯვებით ანგარიშით 0:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური კადრები გავრცელდა, რომელიც გასახდელში არის გადაღებული და პატარა გულშემატკივრების ფეხბურთელებთან შეხვედრის მომენტს ასახავს.
ემოციურ ვიდეოში იოანე ჩხაიძეს გიორგი მიქაუტაძემ ხელი ჩამოართვა, რის შემდეგაც პატარა ბიჭუნამ ემოციები ვერ დამალა. 7 წლის იოანე სტუმრად იმყოფებოდა გადაცემაში “იმედის დილა”, სადაც მიქაუტაძის მოკითხვაც მიიღო.
“იო, გამარჯობა, როგორ ხარ? ვნახე ჩვენი ვიდეო და ემოციები. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, რომ მგულშემატკივრობ. აბა შენ იცი წარმატებებს გისურვებ მომავალში. კარგად იყავი”- ამბობს გიორგი მიქაუტაძე ვიდეო-ზარში.