რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 18 ოქტომბერს გაიხსნა.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რაც ტარიფებსა და გადახდის სისტემას უკავშირდება. საბანკო ბარათებით გადახდა შესაძლებელი არაა, რაც რიგებს ქმნის.
გადახდა შესაძლებელია მხოლოდ მთაწმინდის სპეციალური ბარათი. მგზავრობის ღირებულება 12 ლარს შეადგენს, თუმცა ამ ეტაპზე მოქმედებს ფასდაკლება – საქართველოს მოქალაქეებს 3 ლარად შეუძლიათ საბაგიროთი სარგებლობა.
მერიის განმარტებით, რუსთაველი-მთაწმინდის პარკის მარშრუტზე მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება.პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარია.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო ათწლეულების განმავლობაში არ მუშაობდა. 1990 წლის 1 ივნისს საბაგიროზე მომხდარი ავარიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა.