ქართველი მორაგბე სოსო მათიაშვილი სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” იმ საარჩევნო კლიპს გამოეხმაურა, რომელშიც მისი ხმა ისმის და აღნიშნავს, რომ ის არც მმართველი გუნდის პოლიტიკის მომხრეა და არც მათ ამომრჩეველთა რიგს განეკუთვნება.
“ამ პოლიტუკურ “რეკლამის” დასაწყისში, მოგეხსენებათ ჩემი ხმა ადევს, რაზეც რამოდენიმე სიტყვის თქმა მინდა.
ამ ხმის გამოყენების უფლება ჰქონდათ, იმის მიუხედავად რომ მე ეს არ მინდოდა, რადგან არც ამ ამ პოლიტიკური პარტიის მომხრე ვარ, არც მათი პოლიტიკის და არც მათი ამომრჩეველი ვარ.
რაც მთავარია ეს ემოციები და ბედნიერების ხმა არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, ეს ხმა არის ჩემი ბედნიერებისგან გამოწვეული ემოციები, რომელიც რაგბის ნაკრებმა მაჩუქა მე, აჩუქა ქართველ ხალხს და რაც მთავარია საქქართველოს!!!”- წერს სოსო მათიაშვილი.