გუშინ მომხდარ ინციდენტს, როცა შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას პარლამენტის თავმჯდომარის ადგილთან მიახლოების უფლება არ მისცა, სცენარისტი ქეთი დევდარიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე ეხმაურება:
“ქალს ცემს კი არა, თავზე თავისასვე დაიქაქავს და ისე ირბენს პარლამენტში, თუ ქოც-ჩატში ბრძანება მიუვა.
უთავმოყვარეო ფლამინგო და ინტენსიური პინგვინი შეაჯვარა ეტყობა ბიძინამ და მიიღო ეს სიმახინჯე, რომელსაც შალვა უწოდა და პარლამენტში შეაგზავნა დეპუტატის მეორეხარისხოვან როლზე,” – წერს დევდარიანი სოციალურ ქსელში.
გუშინ, საქართველოს პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციისა და ჟურნალისტების პროტესტს, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინათინ ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა, უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ის ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა მომხდარი ქალზე ძალადობად შეაფასეს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, მას თინა ბოკუჩავაზე არ უძალადია.
“დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?.. ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში.
ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე.
ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები.
სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ…
თინასთან ვწუხვარ”, – დაწერა პაპუაშვილმა “ფეისბუქის” გვერდზე.