ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ნონიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს და წერს, რომ მის სახლში ჩხრეკა-ამოღება მიმდინარეობს. საფუძელი Atlantic Council-თან დაკავშირებული გამოძიებაა, სადაც მისი მეუღლე სოფო გელავა მუშაობს.
“ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა- ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი – Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფო გელავაა,” – წერს ნონიაშვილი სოციალურ ქსელში.