ჟურნალისტი ვახო სანაია, რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, “მედიის მისამართით საზოგადოებაში არსებობს აგრესია”.
ვახო სანაიამ ვარლამ გოლეთიანს “მხდალი” უწოდა:
“ამას სულელები ვგონივართ, ხო?
მხდალი. 5 ივლისის გასაპრავებლად რომ თბილისში ჩამოვიდა. ვითომ სალოცავად. ჩვენს ხოცვას რომ მხარი დაუჭირა.” – დაწერა სანაიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
“რიონის ხეობის მცველების” საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა ვიდეოჩართვაში, რომელიც მათ “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა განაცხადა:
“მედიის მიმართ საზოგადოებაში არსებობს აგრესია. როდესაც მედია ჩვენთან ხეობაში ჩამოდიოდა, აქ შეკრებილ ადამიანებს მათთან ჰქონდათ სერიოზული პრობლემები და ჩვენ მუდმივად ვცდილობდით, კონფლიქტის მოგვარებას. ადგილზე მნიშვნელოვანი იყო მედიასთან კონფლიქტისგან თავის არიდება. ჩვენ მუდმივად ვცდილობდით ამ სივრცის დალაგებას და ჩვენ ეს მოვახერხეთ“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მისივე განცხადებით, თბილისში 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ რიონის ხეობაშიც შეიქმნა საფრთხე და „რიონის ხეობის მცველებს“ თავიდან მოუწევთ მედიასთან ურთიერთობის დალაგება.