იტალიური გამოცემები აქტიურად წერენ, რომ “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გადაწყვიტა “ლეჩესთან” ცვლილება განახორციელოს და ძირითად შემადგენლობაში დავიდ ნერეში დააყენოს.
“ნაპოლის” ქომაგების დიდი ნაწილის სურვილი იყო, რომ ნერეშს სასტარტო თერთმეტეულში გადაენაცვლა და ვარაუდობენ რომ კვარას ნაცვლად შეიძლება დააყენოს მწვრთნელმა ძირითადში.
კონტემ ფაქტიურად გადაწყვიტა, რომ ბრაზილიელი შემტევი ძირითადში გადმოიუყვანოს. ნერეში ან ხვიჩა კვარაცხელიას, ან მატეო პოლიტანოს მაგივრად იქნება ძირითადში.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ გასულ ტურში თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და გუნდს “ემპოლისთან” მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.
ნერეში ძირითადად კვარაცხელიას ცვლის და ეს შედეგიანადაც გასმოდის. მცირე დროში ბრაზილიელმა უკვე შეძლო რამდენჯერმე თავის გამოჩენა.
წყარო: elnews