წალენჯიხაში, სოფელ საჩინოში ავტოავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით მიკროავტობუსი 9 წლის ბავშვს დაეჯახა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მძღოლმა კი მომხდარის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. მისი მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.