ჩოხატაურში ავარიის დროს დაშავებული მეოთხე ახალგაზრდა, სოსო მეფარიშილიც გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის ახლობლები ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში 1 ოქტომბერს მოხდა. ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორას გადასახვევთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა სამი და მძიმედ დაშავდა ორი ახალგაზრდა.