14 ივლისს, ვაქცინის პორტალის შეფერხებას შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად გამოეხმაურა:
“მე მაინტერესებს ამჯერად რა გამართლებაა?
– IT კადრებს არ გადაუხადეს საკმარისი?
– სერვერები არ აქვთ საკმარისი?
– მაღალი სიჩქარის კაბელები დააზიანა წრიპინა ბატის მიგრაციამ?
– ბონუსები არ გაიცა საკმარისი?
– რეგვენი სააკაშვილი გვხაკავს თავისი ბოტოტა შესიებული თითებით? – თუ ეგებ, უბრალოდ კომპეტენციის მკაფიო ნაკლებობა გვაქვს კონკრეტულ ინსტანციებში?”
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე Pfizer-ზე ადგილების დაჯავშნა 14 ივლისს, 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი – booking.moh.gov.ge შეფერხებით მუშაობდა. Pfizer-ზე დარეგისტრირების მსურველები რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებდნენ.
ვაქცინა აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. pfizer-ით იმუნიზაციას მოქალაქეები პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ.
pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.