ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ტრანსფორმაციული პერიოდის, გაზრდილი სიკვდილიანობის და სხვა ასტროლოგიური მოვლენების შესახებ საუბრობს, რომელიც ახლა ცის კაბადონზე მიმდინარე ცვლილებებით არის გამოწვეული.
“ახლა ასპექტების მხრივ საკმაოდ რთული პერიოდია,არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ მინდა ყველა გაგაფრთხილოთ. ამ პერიოდში გაზრდილი იქნება აგრესია კაცებში და მათ მიმართ.
მომდევნო 2 კვირა იქნება რთული და გამოიჩინეთ ყველამ მაქსიმალური სიფრთხილე. ეცადეთ მედიტირდეთ, ილოცოთ და თქვენი შიშები დაამარცხოთ.
მზე-პლუტონის კვადრატი და მარსი- პლუტონის ოპოზიცია გვაქვს ცის კაბადონზე, რაც ავტომატურად ზრდის კრიმინალის დონეს და სიკვდილიანობის დონეს. აგრესიული, კონფლიქტური და დამანგრეველი პერიოდია. მაქსიმალურად იყავით ფრთხილად”- ამბობს ასტროლოგი.