იტალიურმა Gazzetta dello Sport-მა “ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი დაასახელა. ეს თემა ბოლო რამდენიმე თვეა აქტუალური განსაკუთრებით გახდა. “პარტენოპეი” ქართველის წარმომადგენლებს ახალ კონტრაქტზე და ანაზღაურებაზე ვერ უთანხმდება.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ჩვენებური 1,7 მილიონს, გადასახადების გადახდის შემდეგ კი 1,2 მილიონს გამოიმუშავებდა. Gazzetta dello Sport-ს თუ დავუჯერებთ, ხვიჩა 1,8 მილიონს გამოიმუშავებს, რასაც ბონუსები ემატება.
“ნაპოლი” და მათი ვარსკვლავი კვარაცხელია აგრძელებენ მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მაგრამ მხარეები შეთანხმებამდე ჯერ კიდევ შორს არიან.
გაზეთ Gazzetta dello Sport-ის უახლესი ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის აგენტმა მოითხოვა 8 მილიონი ევრო 2029 წლის ივნისამდე, მაგრამ ნაპოლი 6 მილიონ ევროზე მეტს არ სთავაზობს.