საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 3 წევრი დღეს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ითამაშებს.
„ჯვაროსნების“ კაპიტნის, გურამ კაშიას „სლოვანი“ „ჟირონას“ დაუპირისპირდება (23:00), ირაკლი აზაროვის „შახტარი“ ლონდონის „არსენალს“ ესტუმრება (23:00), ოთარ კიტეიშვილის „გრაცი“ კი „სპორტინგს“ უმასპინძლებს (23:00).
აღსანიშნავია, რომ „შტურმი“ – „სპორტინგის“ შეხვედრას ქართველი არბიტრი გიორგი ყურაშვილი და მისი გუნდი განსჯიან.