21 ოქტომბერი
ეს დღე ენერგიითა და ძალით გვავსებს და როგორც ასტროლოგები ამბობენ, მიზნების მისაღწევად, შინაგანი პოტენციალის გასახსნელად და შესაძლებლობების სრულად გამოსავლენად შესანიშნავი პერიოდია. თითოეული ადამიანი მოტივაციის მომატებას იგრძნობს და შესაძლოა, საბოლოოდ მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რაზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ, მაგრამ აქამდე ვერ ბედავდით. საკუთარი გეგმებს განხორციელება თამამად შეგიძლიათ, დაიწყოთ.
22 ოქტომბერი
ეს დღე გამბედაობას, შეუპოვრობასა და ზოგ შემთხვევაში, თავგანწირვასაც მოითხოვს იმ დიდი მიზნებისათვის, რაც გაქვთ. ახლა დოა, საკუთარი ლიდერული თვისებები და მზაობა გამოავლინოთ და განაგრძოთ იმის გაკეთება, რაც ძალიან გინდათ. მონდომება და სურვილი აუცილებელია. ასეთ შემთხვევაში, სამყარო დაგეხმარებათ, დასახულ მიზნებს მიუახლოვდეთ და თუნდაც მცირე ნაბიჯები გადადგათ წარმატებისკენ.
23 ოქტომბერი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე შედარებით ემოციური და არასტაბილური იქნება, როდესაც შესაძლოა, სევდამ, უიმედობამ შემოგვიტიოს, ვიფიქროთ, რომ ის, რაც დავიწყეთ, არ ამართლებს და არაეფექტურია. მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ და კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ ემოციური არასტაბილურობა მალე გაივლის, დროებითი სირთულეები კი მნიშვნელოვან გაკვეთილად და გამოცდილებად გადაიქცევა.
24 ოქტომბერი
ეს დღე სიბრძნესთან და ყველა სახის წყაროდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებასთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ რჩევების მიმართ, რომლებიც შეიძლება, სრულიად მოულოდნელად მიიღოთ. შესაძლოა, იმ ინფორმაციასა და რჩევებში, რასაც ამ დღეს გაეცნობით, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინადადებები იმალებოდეს. შესანიშნავი დღეა კომუნიკაციის, სწავლისა და ახალი აღმოჩენებისათვის.
25 ოქტომბერი
ამ დღეს წინა პლანზე მატერიალური წარმატებისა და კეთილდღეობის თემა გადმოვა. აღნიშნულ დღეს შესაძლოა, მოულოდნელმა წარმატებამ, სიურპრიზმა ფინანსური სარგებელი მოგვიტანოს და დაწინაურებაში დაგვეხმაროს. იდეალური დროა ინვესტიციებისთვის და იმაზე ფიქრისთვისაც, თუ როგორ შეიძლება, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ.
26 ოქტომბერი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს შესაძლოა, კომუნიკაცია განსაკუთრებით გაგვიჭირდეს. ადამიანები ინფორმაციას დამახინჯებულად აღიქვამენ, ამიტომაც კონფლიქტებისა და მანიპულაციის რისკი იზრდება. უმჯობესია, მნიშვნელოვან საქმეებზე მოლაპარაკება უფრო ხელსაყრელი მომენტისთვის გადავდოთ.
27 ოქტომბერი
ეს დღე საკუთარი თავის აღმოჩენისა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობების აღსადგენად შესანიშნავია. თუ თქვენს თანამშრომელთან, ახლობელთან, მეგობართან რაიმე უთანხმოება გაქვთ, გადადგით პირველი ნაბიჯი და სიყვარულისა და თანამშრომლობისათვის მზაობა გამოხატეთ. ეს დადებით განწყობასაც შეგიქმნით და სამომავლო წარმატებაშიც ხელს შეგიწყობთ.