ვაკო ავალიანი “მაესტროს” ტოვებს. ტელეკომპანია “მაესტროს” აღმასრულებელი დირექტორი წასვლის მიზეზად არხზე მიმდინარე ცვლილებებს ასახელებს, კერძოდ, ის ამბობს, რომ გია გაჩეჩილაძე (“უცნობი”) არხზე ბრუნდება და ახალი პრიორიტეტები მისთვის მიუღებელია”.
“ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი – არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე (რამდენიმე პროექტით). არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად, წარმატება მაესტროს და მაესტროელებს”. – წერს ვაკო ავალიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 2016 წელს “მაესტრო” “GDS”-თან ერთად “იმედმა” შეიძინა.
ცოტა ხნის წინ კი გია გაჩეჩილაძე “მაესტროში” ახალი პროექტებით დაბრუნდა.