ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ეხმაურება მაია ასათიანის განცხადებას, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ მუსერიძე “პროფილის” გუნდმა დაითანხმა, რომ ბიოლოგიური მშობლები მოეძებნა.
მუსერიძე კი ამბობს, რომ სანამ გადაცემაში მივიდოდა, მანამდე დაწყებული ჰქონდა მშობლების ძებნა და “პროფილში” უბრალოდ ისტორიის მოსაყოლად მივიდა.
“ის, რომ მე მეგრელი ვიყავი, თავიდანვე ვიცოდი. ეს ყველგან მოვყევი “პროფილშიც”, “ნანუკას შოუშიც” გია ჯაჯანიძესთანაც და ყველა გადაცემაში.. მე არც გია, არც მაია, არც ნანუკა, არავინ დამხმარებია მშობლების მოძიებაში. არ დამეხმარნენ იმიტომ კი არა, რომ ხელი მკრეს, ვერ დამეხმარნენ.
სამი წლის წინ, ჩემს ბიძაშვილს, ნიას რომ არ გაეკეთებინა ტესტი, მე ჩემს ნათესავებს ვერ ვიპოვიდი. ვერც ერთი ადამიანი მე ვერ დამეხმარა, რა პირველწყარო, რას ლაპარაკობთ?! რა სისულელეა.
მე ჩემი მშობლების ძიება დავიწყე ბევრად ადრე, ვიდრე “პროფილში” მივიდოდი, უბრალოდ, საჯაროდ ამის გახმაურება არ მინდოდა. პროფილის პროდიუსერი ჩემი შვილის ნათლია იყო, იცოდა ეს ყველაფერი და მთხოვა ძალიან, რომ მივსულიყავი და ეს ისტორია მომეყოლა. მე არ დამხმარებია არავინ. ბევრად უფრო ადრე დავიწყე მშობლების ძიება, უბრალოდ “პროფილში” მოვყევი, რომ დამხმარებოდნენ ისტორიის გავრცელებაში. მაგრამ ვერავინ დამეხმარა, ვერანაირ კვალზე ვერ გავედი ამდენი წლის განმავლობაში. მე რომ მივედი 2017 წელს “პროფილში” ვთქვი, რომ მეგრელი ვარ-თქო. რას ჰქვია სამეგრელოს კვალზე გამიყვანეს? სამეგრელოს კვალზე თავიდანვე ვიდექი” – ამბობს თამუნა მუსერიძე ვიდეოში, რითაც მაია ასათიანს მიერ “ნანუკას შოუში” გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
ცნობისთვის, მაია ასათიანის განცხადებით, თამუნა მუსერიძე “პროფილის” გუნდმა დაითანხმა, რომ ბიოლოგიური მშობლები მოეძებნა.