ხელოვნებათმცოდნე, კინოკრიტიკოსი, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გოგი გვახარია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“არანაირი უნიათო და ქმედითუუნარო მთავრობა არ არის ეს.
სასტიკად შევცდით ყველა, ვინც ამას ვამტკიცებდით. სწორედ მათ წისქვილზე ვასხამდით წყალს, მათ დაკვეთას ვასრულებდით. ესაა კარგად ორგანიზებული, აწყობილი ბოროტება, რომელმაც თავის სამსახურში ჩააყენა სასამართლო, ძალოვნები, ეკლესია, ფაქტობრივად გაანადგურა ოპოზიცია და ფარ-ხმალი დააყრევინა დასავლელ პარტნიორებს… ერთადერთი, რაც ჯერ ვერ მოასწრო ეს მედიაა და ახლა ჟურნალისტებს ცემს, კლავს.
არსებითად საზოგადოებრივი აზრის შექმნაც მოახერხა. ახლა იმიტომ იმეორებს ასე ხაზგასმით “ანტიქრისტიანული რადიკალური ჯგუფები!”, იმეორებს, რათა ისევ მიუქსიოს ტერორისტები ხალხს,” – წერს გვახარია.