Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბაბუა გარდაიცვალა, როდესაც უნივერსიტეტის პირველი წელი მქონდა, ემოცია არ დამიძრავს პირველი დღის ტირილის მერე…”- რას ჰყვება ნანა ჩარკვიანი?

October 15, 2024
“ბაბუა გარდაიცვალა, როდესაც უნივერსიტეტის პირველი წელი მქონდა, ემოცია არ დამიძრავს პირველი დღის ტირილის მერე…”- რას ჰყვება ნანა ჩარკვიანი?

ნანა ჩარკვიანი „კავეა პლუსთან“ ინტერვიუში ამხელს, რომ ბაბუის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალებას ახლა უფრო მძაფრად განიცდის:

„ბაბუა გარდაიცვალა, როდესაც უნივერსიტეტის პირველი წელი მქონდა. ძალიან რთული იყო… გაშეშების მომენტი მქონდა. ემოცია არ დამიძრავს პირველი დღის ტირილის მერე. წელს, როცა ორი წელი გავიდა, შფოთვითი ტირილი მეწყება, გახსენებისას. ირაკლი რომ გარდაიცვალა და ოჯახის სხვა წევრები, პატარა ვიყავი, ასეთი ახლო მეგობარი არასდროს დამიკარგავს. ის მაბედნიერებს, რომ გელას ჰქონდა მიზნად, რომ ბევრი რამ ჩემთვის დაეტოვებინა, ვიცი, რომ რაც მას დაუტოვებია ჩემთვის, ჩემია და ყოველთვის შემიძლია დავუბრუნდე…“

გელა ჩარკვიანსა და მის ოჯახს საქართველოში ყველა იცნობს. გელა იყო დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი.გელა ჩარკვიანის ცხოვრებაში ინტერესის სფეროთა მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, მუსიკა ყველაზე მეტად იტაცებდა. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა 2001 წელს, ხოლო ჩარკვიანის ადრეული ნამუშევრები – 2006 წელს. ჩარკვიანმა შექსპირის „მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა. ამ პიესის მიხედვით თბილისში, რუსთაველის თეატრში, 1980-იანებსა და 1990-იანებში სპექტაკლები დაიდგა.

2008 წლის ზაფხულში ჩარკვიანის ცხოვრების თერთმეტწლიანი ეპიზოდის (1997 წლიდან 2008 წლამდე) საჯარო გამოსვლების ნაწილი წიგნად გამოიცა (ინგლისურ ენაზე). წიგნში ევრაზიის მნიშვნელოვანი თემები ფართოდ განიხილება, განსაკუთრებული ყურადღება კი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეთმობა.

გელა ჩარკვიანის შვილი, ირაკლი ჩარკვიანი, ასევე ცნობილი პერსონაა. მან საზოგადოებას თავი საკუთარი მუსიკითა და პოეზით შეაყვარა და, მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, წარუშლელი კვალი დატოვა.

ირაკლი ჩარკვიანის ცხოვრებაში სამი ქორწინება იყო. მან 17 წლის ასაკში იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგოზე, ქეთი ქობულიაზე იქორწინა. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა. როგორც ამბობენ, ირაკლისთვის ეს რთული გადასატანი აღმოჩნდა და ჰქონდა დეპრესიული პერიოდებიც.

მეორედ ირაკლი ჩარკვიანმა ლენა ვიქტოროვნაზე იქორწინა. ირაკლის მამა გელა ჩარკვიანი იხსენებდა, რომ ერთ ზაფხულს შვილი მეგობართან, გია მირზაშვილთან ერთად გაგრაში წაიყვანა დასასვენებლად, სახლში დაბრუნების შემდეგ კი ირაკლის უთქვამს, რომ ლენა მათთან სტუმრად ჩამოდიოდა. მათ ერთად გააგრძელეს ცხოვრება ჯერ მშობლების სახლში, შემდეგ კი ცალკე, ვერაზე. მოგვიანებით მოსკოვში წავიდნენ, სადაც დაიბადა კიდეც მათი შვილი მაქსიმე.

მესამედ ირაკლი ჩარკვიანმა ქეთათო პოპიაშვილზე იქორწინა. ქეთათო მისი უკანასკნელი სიყვარული აღმოჩნდა. მათ ერთი შვილი, ნანა ჩარკვიანი ჰყავთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ეღირება დოლარი და ევრო 11 სექტემბერს – ვალუტის კურსი
  • “ივანიშვილს უნდა გააქროს ყველაფერი, რაც არის კავშირში დემოკრატიასთან”- თაზო დათუნაშვილი
  • კალაძის შტაბთან მორიგი აქცია ჩატარდა – მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge