“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების შესახებ წერს:
“შარშან ივლისისის თვეში კირონავირუსის გავრცელება დღეში საშუალიდ იყო სადღაც 5 შემთხვევის ფარგლებში. ახლა ასეულობითაა. დღეს ინფიცირებულთა რაოდენობამ 1800-სს გადააჭარბა.
რატომ არ დაუჯერა მთავრობამ სპეციალისტებს, რომლებიც არ ურჩევდნენ ღია სივრცეში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარების გაუქმებას? რატომ არ აპროტესტებდნენ მაშინ ამას ხმამაღლა სამთავრობო “ექიმ-სპეციალისტები”? მოდგებიან და დაიწყებენ ახლა ნიანგის ცრემლების ღვრას.
პირბადეების ტარება გადააჩვიეს ხალხს.
მთავრობა არის პასუხისმგებელი ჩავარდნილ ვაქცინაციაზე და კოვიდის არასწორ მართვაზე. ის იქნება პასუხისმგებელი იმ სავალალო შედეგებზე, რაც საუბედუროდ ამ აუცრელობასა და შეზღუდვების ტოტალურად გაუქმებას მალევე მოჰყვება.” – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი გაიზარდა – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსი 1862 ადამიანს დაუდგინდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი.
ინფექციისგან, ბოლო 24 საათში, 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა.