Wednesday, August 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ორი გიორგი მამარდაშვილი, ორივე მეკარე – რა აკავშირებს “ქარელის” მეკარეს ეროვნული ნაკრების მეკარესთან?

October 14, 2024
ორი გიორგი მამარდაშვილი, ორივე მეკარე –   რა აკავშირებს “ქარელის” მეკარეს ეროვნული ნაკრების მეკარესთან?

თურ­მე ქარ­თულ ფეხ­ბურთს ორი გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი ჰყავს, რომელთა სათამაშო პოზიციაც ერთმანეთს ემთხვევა. ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მე­კა­რეს ყვე­ლა კარ­გად იც­ნობს, ამ­ჯე­რად კი გაგაცნობთ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლს სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი­დან “ქა­რე­ლი”.

– გი­ორ­გი, ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში რა ასაკ­ში და­ი­წყე?

– 12 წლის ვი­ყა­ვი, ფეხ­ბურთზე რომ შე­ვე­დი. თა­მა­ში კი ცო­ტა­თი გვი­ან და­ვი­წყე. მა­ნამ­დე კა­ლათ­ბურ­თით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ფეხ­ბურთზე ვარ­ჯი­ში რომ და­ვი­წყე, ჩემ­მა პირ­ველ­მა მწვრთნელ­მა ლე­ვან კა­კა­ბა­ძემ მირ­ჩია, კარ­ში ჩავ­მდგა­რი­ყა­ვი. ამ პო­ზი­ცი­ა­ზე და­ი­ნა­ხა მან ჩემი პო­ტენ­ცი­ა­ლი, თუმ­ცა სა­ნამ კარ­ში ჩავ­დგე­ბო­დი, მო­ე­დან­ზე სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე ვთა­მა­შობ­დი. წარ­მო­შო­ბით ხო­ნი­დან ვარ, ვარ­ჯი­შიც ხო­ნის გუნდში და­ვი­წყე. რა­ღაც პე­რი­ო­დი მარ­ტვი­ლის “მე­რან­ში” ვი­ყა­ვი, შემ­დეგ რუს­თავ­ში წა­ვე­დი. სამ­წუ­ხა­როდ, ტრავ­მა მი­ვი­ღე, თით­ქმის 2 წელი გა­მიც­და. ამ პე­რი­ოდ­ში პო­ლო­ნეთ­ში ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა იყო სა­ჭი­რო. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­ბრუნ­დი, მე­გობ­რის რჩე­ვით, რო­მე­ლიც “არაგ­ვში” თა­მა­შობ­და, ისევ მო­ე­დანს და­ვუბ­რუნ­დი. მა­შინ ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო ფორ­მა­ში ჩავ­მდგა­რი­ყა­ვი. ახლა კი იჯა­რით ვარ სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ “ქა­რელ­ში”. ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ასეთ­მა წარ­მა­ტე­ბულ­მა თა­მა­შებ­მა ისე­თი დიდი სტი­მუ­ლი მომ­ცა, ახლა ას­მა­გი ენერ­გი­ი­თა და მონ­დო­მე­ბით ვვარ­ჯი­შობ. გა­დავ­წყვი­ტე, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ საქ­მეს მი­ვუ­ძღვნა, ძა­ლი­ან ბევ­რს ვშრო­მობ.

– რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ეც­ნო­ბი, რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლი, მე­კა­რე და შენს სა­ხელს და გვარს იგე­ბენ, რო­გო­რია მათი რე­აქ­ცია?

– (იცი­ნის) არ მი­ჯე­რე­ბენ, ზოგს ჰგო­ნია, რომ ვხუმ­რობ, ზოგს ჰგო­ნია, ვი­ტყუ­ე­ბი. მო­ე­დან­ზეც ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი რომ გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ, ხში­რად მა­ყუ­რებ­ლის­გან სა­ო­ცა­რი ოვა­ცია წა­მო­სუ­ლა. მა­ი­სურ­ზე სა­ხე­ლი და გვა­რი რომ მა­წე­რია, ბევ­რს ჰგო­ნია, რომ იმ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს ვბა­ძავ.

– ბევ­რი დამ­თხვე­ვაა: სა­ხე­ლი, გვა­რი, სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა, სა­თა­მა­შო პო­ზი­ცია…

– (მა­წყვე­ტი­ნებს) გა­რეგ­ნო­ბაც.

– გიორგი მამარდაშვილს იცნობ?

– ჩემი ბაბუა და გიორგის ბაბუა ბიძაშვილები იყვნენ. პირადად მე გიორგის არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენი ოჯახები იცნობენ ერთმანეთს. გიორგისთან ურთიერთობა არასდროს მქონია. მხოლოდ ერთხელ დავემთხვიეთ ერთმანეთს, როცა რუსთავში ვთამაშობდით, მაგრამ გიორგი სხვა გუნდში იყო.

– მისგან, როგორც პროფესიონალისგან, რაიმეს სწავლობ?

– რა თქმა უნდა, გიორგისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მასაც ჩემსავით ხერხემლის პრობლემა ჰქონდა, ხელი არ ჩაიქნია, ბოლომდე იბრძოლა და მიზანსაც მიაღწია. საოცრად მიზანდასახულია. მეც ყველანაირად ვეცდები, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მაქსიმალურად შევძლო.

– შენ შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე. ინტერნეტსივრცეში ზოგიერთი ხუმრობდა, “მამარდა ტემუდან”. ამაზე რა რეაქცია გაქვს?

– ეს მეც ვნახე და გამეღიმა, მსგავსი რამ ჩემთვის სტიმულია, მოტივაციას მაძლევს, რომ მეტი და მეტი გავაკეთო. ალბათ მომავალში ინტერნეტსივრცეში ბევრ მსგავს პოსტს შევხვდებით.

– რა შეგიძლია იმ კლუბზე თქვა, სადაც ახლა თამაშობ?

– ძალიან კარგი და მონდომებული ბიჭები თამაშობენ, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ შედეგი ჰქონდეთ.

– რა პიროვნული თვისებებით გამოირჩევი?

– მიზანდასახული ვარ, მაქსიმუმს ვაკეთებ სასურველის მისაღწევად.

– განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

– ვარჯიში. თუ დამიჯერებ, დასვენების დღეებშიც ვვარჯიშობ.

– ჰობი გაქვს?

– მეგობრებთან გართობა.

– შეყვარებული ხარ?

– არა.

– როგორი უნდა იყოს გოგო, რომ დაგაინტერესოს?

– რთული სათქმელია. ჩემი აზრით, ურთიერთობაში მთავარი გაგებაა. სითბო და მზრუნველობაც ძალზე მნიშვნელოვანია.

– ყურადღებიანი ხარ?

– ვარ, მაგრამ დროის გამო, ხშირად ვერ ვახერხებ ყველას მიმართ გამოვიჩინო ყურადღება. ამაზე საყვედურებსაც კი ვისმენ ხოლმე, მათ არ იციან, როგორი რთულია ფეხბურთელის ცხოვრება.

– საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად რა მოგწონს?

– ოპტიმისტი ვარ, თამაშს რომ ვაგებ, ამ დროს არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი მორჩა, მარცხი ხშირად მოტივაციაც კი არის. ჩემიდან ყოველთვის ასეთი მუხტი გუნდისკენ მიდის. ძალიან ჯიუტი ვარ და ეს კი არ მომწონს. სიჯიუტეს თითქმის ყველა მიმართულებით ვავლენ, მაგრამ რაც წლები მემატება, ვახერხებ, ამ სიჯიუტეზე გავიმარჯვო.

– შენი, როგორც ფეხბურთელის ოცნება რა არის?

– მინდა ნაკრებში ვითამაშო და ხალხმა ასე გამიცნოს. ეს ჩემი მიზანია, ვეცდები, ნაკრებში მალე მოვხვდე.

– სიმაღლეში რამდენი ხარ?

– 1.92.

– სტადიონზე გასვლის წინ, რაიმე ჩვევა, რიტუალი ხომ არ გაქვს?

– გასახდელში რომ ვარ, ლოცვას ვამბობ ხოლმე, უშუალოდ მოედანზე გასვლის წინ პირჯვარს ვიწერ.

– კრიტიკაზე როგორ რეაგირებ?

– ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია. თამაშის შემდეგ ვცდილობთ, ყველაფერი კარგად გავაანალიზოთ, სულ გვაქვს გარჩევები, სად დავუშვით შეცდომა, რა დროს ვითამაშეთ კარგად და ა.შ. მთავარია შეცდომას მიხვდე, გამოსწორება რთული არ არის.

– თანაგუნდელებიდან რომელიმეს ეროვნულ ნაკრებში ხედავ?

– რა თქმა უნდა, ბევრი კარგი და მოტივირებული ბიჭი თამაშობს. ყველას არა აქვს იმის ფუფუნება, დიდი გუნდიდან დაიწყოს. თითოეულ ჩემს თანაგუნდელს დიდ წარმატებას ვუსურვებ! წლების წინ, საქართველოს ჩემპიონატზეც აქვს ამ გუნდს ნათამაშები.

– იქნებ უცხოური კლუბიდან შემოთავაზება მიიღო.

– ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იქ სხვაგვარ გამოცდილებას იძენ და დიდი შანსიც გაქვს ნაკრებში მოხვედრის.

– გიორგი მამარდაშვილის გარდა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან, რომელია შენი ფავორიტი?

– გურამ კაშია. მას ნაკრების მიმართ დიდი სიყვარული აქვს, სტადიონზე ბოლომდე იხარჯება, კაპიტანია და ეს მოეთხოვება კიდეც. ეტყობა რამდენად უყვარს თავისი საქმე.

– რას ეტყვი გიორგი მამარდაშვილს? დღეს ის იუბილარია.

– პირველ რიგში, დაბადების დღეს მივულოცავ და მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ!

– ახლობლები ხართ, მასთან შეხვედრა არ გიცდია?

– არ მიცდია, მორიდების გამო, თორემ სურვილი მაქვს, თუნდაც გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, მისი რჩევები ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება და საქმეში სასიკეთოდ წამადგება.

– მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებ!

– დიდი მადლობა!

 

წყარო:kvirispalitra.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დილის 8 საათზე დაგვადგნენ პოლიციის თანამშრომლები” – გიორგი კლდონაშვილი
  • “ჩემს სახლში პოლიცია მისულა” – თამარ ჩერგოლეიშვილი
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge