საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა დაიწყო!არაპროფესიონალებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ საქტემბრის ნაცვლად ახლა დაწყებულიყო მე-4 ტალღა! ყველაფერი გააკეთეს, რომ დაეჩქარებინათ ეს პროცესი (არაფერი გამოტოვეს)! ქვეყანა არ არის მომზადებული! – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“ახლა გამოდიან შეწუხებული სახეებით… შეწუხებული სახეები სახლში დატოვეთ
იმუშავეთ, საქმე გააკეთეთ და თუ ვერ აკეთებთ (ფაქტია სახეზე, რომ ვერ აკეთებენ) “წადი სახლში” ლოზუნგით უნდა წავიდნენ, სანამ ეს ლოზუნგი არ გახდება “წადი ციხეში”!
კიდრვ ერთხელ – მე არ ვუჭერ მხარს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას!
ჯანდაცვა და განათლება უნდა იმართებოდეს პროფესიონა ტექნოკრატების მიერ და არა პოლიტიკოსების მიერ.” – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.