ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში, გარდაცვლილია ორი პირი.შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ჰონდას მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა და სადაც ორ ქალს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად, ორივე მათგანი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.