POSTV – “ფეისბუქ” გვერდზე ავრცელებს ფოტოს, სადაც ერთ-ერთ კაფე-რესტორანში მედიის რამდენიმე წარმომადგენელი სადილობს, მათ შორის არიან: – “მთავარი არხის” გენ.დირექტორი ნიკა გვარამია, TV – “პირველის” ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, “მთავარის” ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.
POSTV-ის მიერ გავრცელებულ ფოტოს, ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
“სამარცხვინოებო, ვითომ კომპრომატი გააძრეს. კი, ვსხედვართ, ყავას ვსვამთ და ეთერებისთვის ვემზადებით-მერე?” – წერს გრიგოლია.
გავრცელებულ ფოტოს, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში ირონიით გამოეხმაურა:
“გამოგვიჭირეს, ხალხო. უდიდესი სკანდალია” – აღნიშნულზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ მიაწერა: “პარლამენტის ბუფეტში ჩავდივარ და იქაც არიან ჩასაფრებულები?”
“მთავარის” ტელეწამყვანმა თეა ადეიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა: – “ტუალეტშიც დავდივართ და მალე მაგ ფოტოებს დადებენ”