„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„11 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, აღმაშენებლის ხეივანი N194 -თან ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 11 ოქტომბერს 10:30 საათიდან 11 ოქტომბრის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 188ა,188ბ, 188დ, 194, ფარნავაზ მეფის ქ. N1, 1ა, დ. აღმაშენებლის ხეივნისა და დიდი დიღმის შესასვლელ გზას შორის, დიდი-დიღომის ასახვევსა და ფარნავაზ მეფის ქუჩის მიმდებარედ, დიდი დიღმის შესასვლელისა და აღმაშენებლის ხეივნის გადაკვეთის მიმდებარედ, (ნაკვეთი N11/45).
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.