სარეკლამო კომპანია “მეტროს” თანამშრომლები ტოვებენ.
თანამშრომლების წასვლის მიზეზი “ქართული ოცნების” დაკვეთით მომზადებული პოლიტიკური სარეკლამო რგოლი გახდა.
აღმოჩნდა, რომ კომპანიის თანამშრომლების ნაწილმა სახელისუფლებო პარტიის დაკვეთის შესახებ არაფერი იცოდნენ, და გადაღებების ნაწილი სარეკლამო კომპანიამ ფრილენსერების საშუალებით შეასრულა.
“მთავარი არხის” ცნობით, იმ ადამიანებსაც კი, რომლემაც კლიპზე იმუშავეს, არ განუმარტეს, რომ ვიდეო რგოლი “ქართული ოცნების” საარჩევნო დაკვეთა იყო და შეკვეთა დაუკავშირეს ბათუმის ტურისტული პოტენციალის პრომოუშენს.