აბაშის ცენტრში, გუშინ ღამით, ბანკი გაქურდეს. როგორც ირკვევა, თავდამსხმელებმა ბანკში შესვლა წინა კარიდან შეძლეს.
მძარცველებმა “კრისტალ ბანკიდან” ტელევიზორი და კომპიუტერები წაიღეს, თუმცა საცავი, რომლის გახსნასაც შემდუღებელი აპარატით (ე.წ. სვარკით) ცდილობდნენ, ვერ გახსნეს. გამომძიებლები არკვევენ არის თუ არა სალაროდან თანხა წაღებული. მძარცველებმა ბანკის ინვენტარი დაამტვრიეს.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს გამოძიება. ბანკის თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან.