Saturday, August 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქალმა მსჯავრდებულებმა თავიანთი შექმნილი სამოსის ჩვენება გამართეს

October 10, 2024
ქალმა მსჯავრდებულებმა თავიანთი შექმნილი სამოსის ჩვენება გამართეს

ქალმა მსჯავრდებულებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს- ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განმარტებით, სამოსისა და სამკაულების დამზადება პატიმრებმა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში „მოდის დიზაინის პროგრამის“ ფარგლებში შეისწავლეს, რომელიც „ბიდისი აკადემიამ“ და ორგანიზაცია „ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“ უსასყიდლოდ განახორციელა. ჩვენება აღნიშნული ორგანიზაციების მხარდაჭერითა და იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა.

„ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ. თამარ ტყეშელაშვილმა ხაზი გაუსვა მსჯავრდებულთათვის სასწავლო პროგრამებისა და პროფესიული კურსების განხორციელების მნიშვნელობას, რაც პატიმრებს დროის ნაყოფიერად გატარებისა და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს, გათავისუფლების შემდეგ კი ხელს უწყობს მათ ეფექტიან რესოციალიზაციას, დასაქმებას, შემოსავლის გაზრდას და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.

პატიმარ ქალებს საკუთარი ნამუშევრების წარდგენის საშუალება პირველად მიმდინარე წლის ივნისში, ვენეციის საერთაშორისო მოდის კვირეულზე მიეცათ, სადაც მათ სხვადასხვა აქსესუარით, მათ შორის, ტყავისა და თექით გაფორმებული მოდელები წარადგინეს; დღეს კი, მსჯავრდებულებმა საზოგადოებას ახალი კოლექცია შესთავაზეს.

ჩვენებაზე მოეწყო მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების პატიმრების მიერ არის დამზადებული. მსურველებს, ასევე, შეეძლოთ ჩვენებაზე წარმოდგენილი ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენაც. რეალიზაციით მიღებული თანხა მსჯავრდებულთა შემოსავალს წარმოადგენს.

განსაკუთრებულად ემოციური ღონისძიების ფინალი აღმოჩნდა. ჩვენების დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე მსჯავრდებული, „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა – ვკითხულობთ ინფორმაციაში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში ხანძარია – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
  • თბილისში ცინცაძის ქუჩაზე ავარია მოხდა – რა ხდება ადგილზე
  • საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით მომზადებული კრიტიკული დასკვნის შემდეგ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ექსპერტი გაათავისუფლეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge