პარტია “ფედერალისტების“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი იხსენებს მოსწავლეობის პერიოდს და აცხადებს, რომ მასზე პედაგოგები ძალადობდნენ.
მისი თქმით, მასზე და კლასელ ბიჭებზე მასწავლებლები სულ ძალადობდნენ.
“მე მირტყამდნენ სკოლის მასწავლებლები. მუსიკის, გეოგრაფიის, ისტორიის… (ნორმა იყო, საცოდავ ბიჭებს ყველა ურტყამდა, ვისაც არ ეზარებოდა)
რომ გითხრათ, ვისტრესებოდი და პატივმოყვარეობას მილახავდა მეთქი, მოგატყუებთ – ვხვდებოდი, რომ წყობიდან გამომყავდა და უფრო მათი სისუსტის ნიშნად აღვიქვამდი.
მართლა ძაან ძლევამოსილი ვიჯექი ხოლმე მერე, სრულიად გაპუტულ, მოჩეჩილ – დაკაწრული მასწავლებლების მიერ, თითქოს ველურებზე გავიმარჯვე და ნიღაბი ჩამოგვლიჯე. ძაან ნაბრძოლი ქალი ვარ,“ – წერს ჩერგოლეიშვილი.