კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, ციხისძირი, სეთურნი და მიმდებარე სოფლებში; 12:00- საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალაში, ზემო და ქვემო ლისზე, მსხალდიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00- საათიდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, წილკანი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.