შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“ორი, სამი კვერცხის დაჭერა ვცადე, მეთქი ომლეტს მაინც მოვხოდავდი, მაგრამ ბადროს მტყორცნელები ჰყავთ იქით და ვერ…
რა პროდუქტს აფუჭებთ თქვე ფარჩაკებო” – წერს ნაჭყებია.
პოსტის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხარებელმა მიმართა:
“ფარჩაკებს კიდევ ჩვენ გვიწოდებთ ? შიშისგან ვინ სად გარბოდით ნეტა თუ იცით? ალბათ ისევ სოროებში”” – რაზეც ნაჭყებიამ უპასუხა: “რავი ერთი კვერცხი არ დაიხარჯა ხეირიანად, და სიტყვის მნიშვნელობა თუ იცით, მგონი უხეიროც არ გაგიკვირდებათ”
შეფმზარეული აღნიშნულით 5 და 6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების ქმედებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:
5 ივლისს, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.
6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც აგრესორები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. მოგვიანებით პოლიციამ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა.
საქართველოს პროკურატურამ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ, ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული ძალადობისა და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ რვა პირს ბრალდება წარუდგინა.