ლევან ყოჩიაშვილი ცოტა ხნის წინ გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარი იყო.
მსახიობმა პირად ცხოვრებასა და მეუღლესთან 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორებაზე ისაუბრა.
როგორც ის აღნიშნავს, დაშორება მისთვის ძალიან მძიმე ტრავმა აღმოჩნდა.
„წელიწადია, რაც დავშორდით და ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. არ მჯეროდა, როდესაც ამბობდნენ, რასაც თამაშობ, ის გემართებაო. ზუსტად ასე მოხდა. ეს არ არის მოკლე პერიოდი, მთელი ცხოვრებაა, ბავშვები, ჩვეული გარემო. დიდი ტრავმაა, თუმცა ასე ჯობდა. 25 წელი ვიყავით ერთად. არავის ვუსურვებ. ასეთი მთლიანობიდან უცებ ვერ გამოხვალ“, – საუბრობს ლევან ყოჩიაშვილი.