Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კობახიძის კურსი გაუქმებულია… ამოუვიდა ყელში ასე საცოდავად ბოდიალი”– რა ინფორმაციას ავრცელებს  ნიკო მანაგაძე?

October 5, 2024
“კობახიძის კურსი გაუქმებულია… ამოუვიდა ყელში ასე საცოდავად ბოდიალი”– რა ინფორმაციას ავრცელებს  ნიკო მანაგაძე?

“ხვალ პირველი შაბათი დღე იქნება თსუ-ში კობახიძის ლექციის გარეშე… მისი კურსი გაუქმებულია”, – ამის შესახებ სტუდენტი ნიკო მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მაშ ასე, ხვალ პირველი შაბათი დღე იქნება თსუ-ში კობახიძის ლექციის გარეშე – მისი კურსი გაუქმებულია:)

წინა სემესტრი ძლივს ჩაამთავრა ყოველკვირეული პროტესტების ფონზე და როგორც ჩანს, მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა ქვეყნის მთავარ სახელმწიფო უნივერსიტეტში ამით დასრულდა. მიზანი მიღწეულია.

რასაც ვამბობდით, შესრულებულია – ლექტორად წოდებული მხდალი სუბიექტის, რომელიც უნივერსიტეტში ყოველ შაბათს ტიტუშკებით დადიოდა და სტუდენტებზე ორგანიზებულ თავდასხმებს ახორციელებდა, ადგილი უნივერსიტეტში არ არის!

გასულ სემესტრშიც გაძლებაზე იყო: იმის მიუხედავად, რო მის ლექციაზე ფაქტობრივად აღარცერთი მისი რეალური სტუდენტი აღარ შედიოდა, იხტიბარს არ იტეხდა (როგორი სანახავია რო პრემიერ კაცს პროტესტის ნიშნად სტუდენტები ცარიელ აუდიტორიებს ახვედრებენ) და ამიტო საკუთარი პარტიული “ახალგაზრდული ფრთის” ტარება უხდებოდა, იმათ ასმენინებდა ლექციებს და ასე ავსებდა აუდიტორიას სანახევროდ.

იმათაც საქმე აქვთ ახლა, კამპანიას ატარებენ და აღარ ცხელათ კობახიძის ლექციებზე საჯდომად თუ გარეთ საბირჟაოდ:)) თავად ამ მხდალ სუბიექტსაც ამოუვიდა ყელში ასე საცოდავად “უსტუდენტო” უნივერსიტეტში ბოდიალი და მხოლოდ ლექტორის სტატუსის შესანარჩუნებლად საკუთარ თავთან გაჯინიანება, ჩაამთავრა ძლივს ყოველკვირეული უმწვავესი პროტესტების ფონზე გასული სემესტრი და ამიერიდან ახლოსაც აღარ აპირებს თსუ-ის კედლებთან გაკარებას:)

ახლა მგონი იმაზეც გაცემულია პასუხი, რა აზრი ჰქონდა იმ სტუდენტურ პროტესტს/აქციებს, რომელიც ყოველკვირეულად ხვდებოდა უნივერსიტეტში მოსულ ივანიშვილის პრემიერად წოდებულ სათამაშოს და ამგვარი დისკომფორტით გამოწვეულ წნეხს.

მეორე მხრივ, ბოლო დღეებს ითვლის მისი ძალაუფლებაში ყოფნის ვადა, შესაბამისად, ისედაც ლოგიკური იყო ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მისი მხრიდან.

ასე, მეგობრებო, ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა.
რაც არ უნდა გაჯინიანდე, რამდენიც არ უნდა იფართხალო, როცა წასვლა გიწერია, სხვა გზა არ გრჩება.

ჰოდა, დარჩა 21 დღე:) წავლენ! სხვა გზა არაა! ასე მთვარდება ყველაფერი.

პ.ს. წასვლით კი წავა, მაგრამ ვერსად გაექცევა პასუხისმგებლობას იმ ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე, რომელსაც ამ ტიტუშკების ხელით ყოველკვირეულად აწყობდა უნივერსიტეტთან და ცხადია, ვერც იმ თავდასხმის საქმეზე, რომელიც მის მიერ დაქირავებულმა ხუთმა ზონდერმა ორგანიზებულად მოიყვანა სისრულეში ჩემ მიმართ 7 ივნისს, უნივერსიტეტიდან, ლექციიდან გამოსვლისას. (ამაზე მომდევნო კვირაში ჩემს ადვოკატებთან ერთად საგანგებო პრესკონფერენციაზე ვისაუბრებ).

Irakli Kobakhidze აბა ჰე, შევხვდებით იქ, სადაც თემიდას მართლა ახვეული ექნება თვალები – მის წინაშე! ;))” – წერს მანაგაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორ აფასებს სახელმწიფო დეპარტამენტი “ქართული ოცნების” პოლიტიკას
  • სანამ პოლიცია ჩარლი კირკის მკვლელს ეძებდა, ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილზე დაბრუნდა – რას ამბობენ პროკურორები
  • ეკოლოგიური კატასტროფა და დიდი საფრთხე ხარაგაულში – მეწყრული პროცესები ორ სოფელში ისევ გააქტიურდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge