Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროდუქტების ფასი ისევ გაიზარდა – რომელ პროდუქტებს შეეხო ფასების ცვლილება?

October 3, 2024
საშუალოდ რამდენ ლარს ხარჯავენ მოქალაქეები სუპერმარკეტებში? – კვლევის შედეგები

როგორია ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის სექტემბრის მაჩვენებლებს აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტით განისაზღვრა.

ამავე მონაცემების მიხედვით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

განათლება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სკოლამდელი და დაწყებითი განათლების (9.0 პროცენტი), საშუალო განათლების (4.8 პროცენტი) და უმაღლესი განათლების (2.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (6.1 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-8.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6 პროცენტი), თევზეული (-0.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.3 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.0 პროცენტი);

ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.2 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობითვე, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით
აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (7.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.0 პროცენტი);

სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით,
რაც წლიურ ინდექსზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაზრდილია როგორც ღამისგასათევით მომსახურებაზე (11.1 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6.4 პროცენტი);

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „რამდენჯერმე ესროლა ორ პირს, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა…“ – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • „რამდენიმე დაღუპული, 50 000-მდე ევაკუირებული ადამიანი…“ – მეშვიდე დღეა, თურქეთში ძლიერ ხანძარს ებრძვიან
  • “საკუთარი საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა” – ვინ არის მოსკოვში გარდაცვლილი რუსი ბიზნესმენი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge