„მარბურგის“ დაავადების ისტორიაში პირველი აფეთქება მოხდა გერმანიაში 1967 წელს, სადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. ვირუსმა 2005 წელს ანგოლაში 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ვირუსი ადამიანებს ხილიჭამია ღამურებიდან გადაეცემა, ადამიანებს შორის კი წვეთოვანი გზით და დაბინძურებული ნემსების საშუალებით ვრცელდება. დაინფიცირება შესაძლებელია ასევე ზეაპირებთან კონტაქტით. ეს არის მძიმე, ხშირად ფატალური დაავადება.
ვირუსი „მარბურგის“ სიმპტომებია:
ჰემორაგიული ცხელება;
თავისა და კუნთების ტკივილი;
მძიმე სისხლდენა;
სისხლიანი ღებინება.
ჰამბურგში, რკინიგზის მთავარი სადგური დაკეტეს – მიზეზი სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსს მარ-ბურგის სიმპტომებით, სადგურიდან საავადმყოფოში ორი სტუდენტი გადაიყვანეს.
დაინფიცირებულებს რუანდაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. სწორედ აფრიკის ცენტრში მდებარე ქვეყანაში დაადასტურა ჯანმომ, ცოტა ხნის წინ, მარბურგის შემთხვევები. სულ დაფიქსირებულია 26 ფაქტი, აქედან 8 გარდაცვალება. მარბურგი იშვიათი და სასიკვდილო ვირუსია, რომელიც იგივე ოჯახს მიეკუთვნება, როგორც ებოლა.