Sunday, July 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა გამოწვევების წინაშე დადგა უკრაინის ნაკრები საქართველოსთან მატჩის წინ

October 3, 2024
რა გამოწვევების წინაშე დადგა უკრაინის ნაკრები საქართველოსთან მატჩის წინ

უკრაინის ნაკრებში საქართველოსთან მატჩის წინ ძალიან რთული ვითარებაა და ამას ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული არაერთი სტატია მოწმობს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა, ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენ და ასევე მოქმედ კაპიტან ანდრეი იარმოლენკოს არ უხმო, რაც ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო.

ირკვევა, რომ ეს ყოველივე რებროვმა ძალიან უხეშად გააკეთა და ამ სკანდალურ ამბავს ნაკრების ყოფილი პრეს-ატაშე ოლექსანდრ გლივინსკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში ჰყვება.

დამრიგებელმა კიევის “დინამოს” ამჟამინდელ ფორვარდს არც კი დაურეკა და სიტუაციაში არ გაარკვია. იარმოლენკომ მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით შეიტყო, რომ
სარეზერვო სიაშია და მას უკრაინის ნაკრებში არ უხმეს.

გლივინსკი ამბობს, რომ შესაძლოა, უკვე 34 წლის ფორვარდს ის სისწრაფეები და შედეგები აღარ აქვს, მაგრამ ეროვნულ გუნდს იარმოლენკო ჯერ კიდევ სჭირდება.

“ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც წინა მატჩებში ლიდერის როლი დააკისრეს, ნაკრები წინ ვერ წაიყვანეს. მათ უნარი და ქარიზმა აკლიათ.

დიახ, ანდრეი ახლა ფიზიკურ გამძლეობას მოკლებულია და მისი სიჩქარე ისეთი არ არის, როგორიც იყო, მაგრამ როდესაც “იარმოლა” მოედანზეა, ყოველთვის არის შანსი, რომ საგოლე მომენტი შექმნას.

ანდრეიმ გამოუძახებლობის შესახებ ინტერნეტიდან შეიტყო – ეს, სულ მცირე, უსიამოვნოა! ისეთი მოთამაშე, როგორიც უკრაინის ნაკრების კაპიტანია, მინიმუმ მწვრთნელისგან ზარს მაინც იმსახურებდა.

ანდრეიმ ბევრი რამ გააკეთა ეროვნული ნაკრებისთვის, რათა სარეზერვო სიის შესახებ ინტერნეტიდან არ გაეგო. მჯერა, რომ იარმოლენკო მაინც გამოადგება ეროვნულ გუნდს. ანდრეი, მე შენთან ვარ!” – წერს გლივინსკი.

უკრაინის ნაკრების პრობლემები ამით არ მთავრდება. გუშინ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ტრავმა ნაკრების ორმა წევრმა “ჟირონას” ნახევარმცველმა ვიქტორ ციგანკოვმა და “შახტარის” ნახევარმცველმა ტარას სტეპანენკომ მიიღეს.

sport.ua წერს, რომ სტეპანენკოს თამაში საქართველოსთან და ჩეხეთთან დაპირისპირებებში თითქმის გამორიცხულია, რაც შეეხება ციგანკოვს, “ჟირონას” მწვრთნელის მიჩელის სიტყვებით, მას დღეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და ტრავმის სიმძიმე საბოლოოდ დადგინდება, თუმცა მისი მომჯობინება ასე მოკლე დროში ნაკლებად სავარაუდოა. წინასწარი ვარაუდით, მას ბარძაყის ტრავმა აქვს.

ტრავმირებული მოთამაშეებიდან გამომდინარე, უკრაინულ პრესაში ვარაუდობენ, რომ რებროვმა შესაძლოა, სარეზერვო სიაში მყოფ იარმოლენკოს მაინც უხმოს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები ერთა ლიგაზე 11 ოქტომბერს პოზნანში საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, 14 ოქტომბერს კი ვროცლავში ჩეხეთს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „პასუხი ბიძინას ჩინურ მარადონას…“ – რა წერილს ავრცელებს ციხიდან ზურაბ ჯაფარიძე?
  • „რუსეთის გეგმა ჩაიშალა…“ – რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?
  • „ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას“ – მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მიმართვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge