“სოფელ შუქრთის გადასარჩენად” – შუქრუთელები ოლიგარქი ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქციას მართავენ – საპროტესტო აქციის ამსახველ კადრებს მაუწყებელი ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თითქმის 200 დღეა მაღაროების მმართველი კომპანიის წინააღმდეგ გამოსვლებს მართავენ. სექტემბრიდან პროტესტის ნაწილმა თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა.