კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
როგორც თბილისის მერმა თქვა, სამუშაო ჯგუფს გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული აქვს.
„უახლოეს დღეებში მოგაწვდით ინფორმაციას, ვინ იქნება მერობის კონკრეტული კანდიდატი დედაქალაქში და ასევე სხვა ქალაქებში. კანდიდატების ვინაობასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფში საკითხი განხილულია. მიღებული გვაქვს გარკვეული გადაწყვეტილებები, ყველაფერს უახლოეს მომავალში გეტყვით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.